პროექტი - ჯანსაღი კვება
Sunday, 11 June 2017
თემატური გეგმა
დავასრულეთ ტრენინგი პროექტზე მუშაობა, გავაკეთეთ პრეზენტაციები. გავეცანით ერთმანეთის ნაშრომებს . ჩვენი ნამუშევრები ავტვირთეთ ბლოგზე.
ამ სატრენინგო მოდულებს დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა თვითრეგულირებისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.აგრეთვე დაეხმარება მათ 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაში
შესწავლილი მასალა დამეხმარება ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში, რათა უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს ჩემი მუშაობა.
დიდი მადლობა ქალბატონ ირინა მარკოზაშვილს ჩვენთან გაწეული დაუღალავი შრომისთვის და მუდმივი თანადგომისთვის, როგორც ტრენინგებზე, ასევე ჩვენს მიერ განხორციელებული ნებისმიერი სამუშაოს კონსულტაციებისთვის.
Saturday, 10 June 2017
პროექტზე მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგის განხორციელება.ეს შესაძლებლობას გვაძლევს დროულად აღმოვფხვრათ არასწორი შეხედულებები და სწავლისას არსებული სხვა პრობლემები. თუ უკუკავშირი დროულია, ეს მოსწავლეებს დაეხმარება აკონტროლონ თავიანთი სწავლა. პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ და გამოვიყენებ მუშაობის ამ ფორმას. როგორც განათლების და სწავლების მთავარი მიზანი ითვალისწინებს, დამოუკიდებლად სწავლის უნარის განვითარება უმნიშვნელოვანესია. პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ აღნიშნულს და დავგეგმავ ისეთი ტიპის დავალებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს აღნიშნული უნარის განვითარებას.
Subscribe to:
Posts (Atom)