Sunday 11 June 2017

პროექტი - ჯანსაღი კვება







თემატური გეგმა

დავასრულეთ ტრენინგი პროექტზე მუშაობა, გავაკეთეთ პრეზენტაციები.  გავეცანით ერთმანეთის ნაშრომებს . ჩვენი ნამუშევრები ავტვირთეთ ბლოგზე.
ამ სატრენინგო მოდულებს დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა თვითრეგულირებისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.აგრეთვე დაეხმარება მათ 21-ე საუკუნის უნარების  განვითარებაში
შესწავლილი მასალა დამეხმარება ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში, რათა უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს ჩემი მუშაობა.
დიდი მადლობა ქალბატონ ირინა მარკოზაშვილს ჩვენთან გაწეული დაუღალავი შრომისთვის და მუდმივი თანადგომისთვის, როგორც ტრენინგებზე, ასევე ჩვენს მიერ განხორციელებული ნებისმიერი სამუშაოს კონსულტაციებისთვის.

Saturday 10 June 2017

პროექტზე მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგის განხორციელება.ეს შესაძლებლობას გვაძლევს დროულად აღმოვფხვრათ არასწორი შეხედულებები და სწავლისას არსებული სხვა პრობლემები. თუ უკუკავშირი დროულია, ეს მოსწავლეებს დაეხმარება აკონტროლონ თავიანთი სწავლა. პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ და გამოვიყენებ მუშაობის ამ ფორმას. როგორც განათლების და სწავლების მთავარი მიზანი ითვალისწინებს, დამოუკიდებლად სწავლის უნარის განვითარება უმნიშვნელოვანესია. პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ აღნიშნულს და დავგეგმავ ისეთი ტიპის დავალებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს აღნიშნული უნარის განვითარებას.

Friday 12 May 2017

დავიწყეთ პროექტებით სწავლების ტრენინგი. აღნიშნული ტრენინგი დაგვეხმარება პროექტის მიზნობრივად დაგეგმვაში. პროექტების განხორციელება სასწავლო პროცესში მოსწავლეებს დაეხმარება შემოქმედებითობის, კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. პროექტის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლეთა შორის კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარის განვითარება, რათა პროექტის დეტალები სწორად იყოს განხორციელებული წარმატებული შედეგის მისაღებად. პროექტის განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია ისეთი უნარების გასავითარებლად, როგორიცაა  მოქნილობა და ადაპტაცია, რომელიც გაურკვეველ სიტუაციებსა და ცვლილებების გარემოში ეფექტურად მუშაობის საშუალებას იძლევა. პროექტებით სწავლება დამეხმარება პროფესიულ წინსვლაში და ინოვაციური მეთოდების დანერგვაში.