Friday, 12 May 2017
დავიწყეთ პროექტებით სწავლების ტრენინგი. აღნიშნული ტრენინგი დაგვეხმარება პროექტის მიზნობრივად დაგეგმვაში. პროექტების განხორციელება სასწავლო პროცესში მოსწავლეებს დაეხმარება შემოქმედებითობის, კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. პროექტის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლეთა შორის კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარის განვითარება, რათა პროექტის დეტალები სწორად იყოს განხორციელებული წარმატებული შედეგის მისაღებად. პროექტის განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია ისეთი უნარების გასავითარებლად, როგორიცაა მოქნილობა და ადაპტაცია, რომელიც გაურკვეველ სიტუაციებსა და ცვლილებების გარემოში ეფექტურად მუშაობის საშუალებას იძლევა. პროექტებით სწავლება დამეხმარება პროფესიულ წინსვლაში და ინოვაციური მეთოდების დანერგვაში.
Subscribe to:
Posts (Atom)